Tuesday 4 October 2016

მე-9 დღეს დავამთავრე ჩემი პროექტი, თრენინგი ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი, სასწავლო პროცესში აუცილებლად განვახორციელებ ამ პროექტს. მომეწონა ელექტრპონული ფორმები, ბლოგები, ღრუბლებში მუშაობა. დიდი მადლობა თრენერს საუკეთესო თრენინგისათვის.
მე-8 დღე გავიმეორეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ პროექტის მოკლე შინაარსი და დავწერეთ პროექტის მსვლელობა.
მე-7 დღე
მიმოვიხილეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა,
განვიხილეთ ტრენერის და ჩვენი კოლეგის მიერ შექმნილი სანიმუშო ვარიანტი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრისა.
პაუერ პოინტში გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, რომლებიც მოვათავსეთ "ღრუბლებში."
შემდეგ ვისაურეთ საავტორო უფლებებზე და ასევე დიფერენცირებულ სწავლებაზე და მივიღეთ საშინაო დავალებები.
მადლობთ ყურადღებისათვის.

Sunday 25 September 2016

მე-6 დღეს გავიხსენეთ წინა დღის მასალა, ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე, ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა შეფასების ფორმები სახელმძღვანელოში. ტრენერმა გამოგვიგზავნა რამოდენიმე ფორმა მეილზე, ავირჩიეთ 2 სხვადასხვა ფორმა, გადავიტანეთ დრაივში და მოვახდინეთ ადაპტაცია. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, გავიხსენეთ ფაუერფოინტი. მივიღეთ ორი დავალება: 1) უნდა მოვძებნოთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, 2) ფურცლებზე მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. დღე იყო დატვირთული და საინტერესო, შეფასების ფორმებს ვიცნობდი, მაგრამ ვისწავლე უფრო ადვილი მიგნება შეფასების რუბრიკის შექმნის. მადლიბა ტრენერს-ხათუნას.

Saturday 24 September 2016

მე-5გავაკეთეთ წინა თრენინგ დღის გამეორება. ვისწავლეთ გუგლფორმებში მუშაობა. ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე გავაკეთეტ წინა ცოდნის დასადგენი ონლაინ ტესტი. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.ძალინ მომეწონა ონლაინ ტესტებიგაკეთება, ამას გამოვიყენებ აუცილებლათ პრაქტიკაში. დიდი მადლობა ტრენერს.

Sunday 18 September 2016

თრენინგის მე-4 დღე:  თრენინგი დავიწყე წინა დღის გახსენებით. ხათუნამ მოგვკითხა საშინაო დავალება. გავიხსენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. კითხვები შევიტანეთ googl.dos-ში და გაუზიარეთ ტრენერს.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, გავეცანით დოკუმენტზე დაფუძნებულ სწავლებას. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, თითოეული სტრატეგიიდან პროექტისათვის შევარჩიე 1-2  მეთოდი. მივიღეთ საშინაო დავალება.( მიზნიდან გამომდინარე აქტივობების შერჩევა და წინარეცოდნის დასადგენათ 10 კითხვიანი ტესტი.)                                                            

Tuesday 13 September 2016

მე-3 დღე, პროექტის გეგმის შაბლონში ჩავსვით სტანდარტები, მიზნები,გაწერილი პრიორიტეტების მიხედვით. მოვისმინეთ მინი ლექცია. ვივარჯიშეთ მიმართულების საკვანძო კითხვებზე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ავტვირთეთ ჩჰვენი საქაღალდე დრაივში, ვისწავლეთ რედატირება.ჩვენი ბლოგერის მისამართი გადაუგზავნეთ ტრენერს. დღე იყო დატვირთული და საინტერესო, მადლობა ხათუნას.