Sunday 25 September 2016

მე-6 დღეს გავიხსენეთ წინა დღის მასალა, ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე, ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა შეფასების ფორმები სახელმძღვანელოში. ტრენერმა გამოგვიგზავნა რამოდენიმე ფორმა მეილზე, ავირჩიეთ 2 სხვადასხვა ფორმა, გადავიტანეთ დრაივში და მოვახდინეთ ადაპტაცია. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, გავიხსენეთ ფაუერფოინტი. მივიღეთ ორი დავალება: 1) უნდა მოვძებნოთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, 2) ფურცლებზე მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. დღე იყო დატვირთული და საინტერესო, შეფასების ფორმებს ვიცნობდი, მაგრამ ვისწავლე უფრო ადვილი მიგნება შეფასების რუბრიკის შექმნის. მადლიბა ტრენერს-ხათუნას.

Saturday 24 September 2016

მე-5გავაკეთეთ წინა თრენინგ დღის გამეორება. ვისწავლეთ გუგლფორმებში მუშაობა. ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე გავაკეთეტ წინა ცოდნის დასადგენი ონლაინ ტესტი. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.ძალინ მომეწონა ონლაინ ტესტებიგაკეთება, ამას გამოვიყენებ აუცილებლათ პრაქტიკაში. დიდი მადლობა ტრენერს.

Sunday 18 September 2016

თრენინგის მე-4 დღე:  თრენინგი დავიწყე წინა დღის გახსენებით. ხათუნამ მოგვკითხა საშინაო დავალება. გავიხსენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. კითხვები შევიტანეთ googl.dos-ში და გაუზიარეთ ტრენერს.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, გავეცანით დოკუმენტზე დაფუძნებულ სწავლებას. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, თითოეული სტრატეგიიდან პროექტისათვის შევარჩიე 1-2  მეთოდი. მივიღეთ საშინაო დავალება.( მიზნიდან გამომდინარე აქტივობების შერჩევა და წინარეცოდნის დასადგენათ 10 კითხვიანი ტესტი.)                                                            

Tuesday 13 September 2016

მე-3 დღე, პროექტის გეგმის შაბლონში ჩავსვით სტანდარტები, მიზნები,გაწერილი პრიორიტეტების მიხედვით. მოვისმინეთ მინი ლექცია. ვივარჯიშეთ მიმართულების საკვანძო კითხვებზე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ავტვირთეთ ჩჰვენი საქაღალდე დრაივში, ვისწავლეთ რედატირება.ჩვენი ბლოგერის მისამართი გადაუგზავნეთ ტრენერს. დღე იყო დატვირთული და საინტერესო, მადლობა ხათუნას.

Saturday 10 September 2016

პირველი დღე -გავეცანით სახელმძღვანელოს, კურსის მიზნებს, შევთანხმდით საორგანიზაციო საკითხებზე. ტრენერმა გაგვაცნო სერთიფიკატის აღების პირობები.შევისწავლეთ 8 მოდულის შინაარსი,ვისწავლეთ სახელმძღვანელოს ნავიგაცია, განვიხილეთ თითოეული ჩანაწერი.გადავაცვლეთ თვალი მზა პროექტებს, ვნახეთ ვიდეო , როგორ უნდა შევქმნათ პროექტი გავეცანითპორტფოლიოს შეფასების რუბრიკას დაგანვიხილეთ როგორ დავწეროთ რეფლექსიები . საშინაო დავალება- მოვიფიქროთსაავტორო იდეა. გავეცანი რამოდენიმე საინტერესო საიტს, რასაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, მადლობა.